Оглавление
- Ⴃასაწყისი
- Ⴀმბავი Ⴐოსტევან არაბთა მეფისა
- Ⴐოსტევან მეფისაგან და Ⴀვთანდილისაგან ნადირობა
- Ⴌახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა Ⴅეფხისტყაოსნისა
- Ⴇინათინისაგან Ⴀვთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- Ⴜიგნი Ⴀვთანდილისა. თავის ყმათა თანა
- Ⴀვთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
- Ⴀმბავი Ⴀვთანდილისა, Ⴀსმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- Ⴘეყრა Ⴒარიელისა და Ⴀვთანდილისა
- Ⴒარიელისაგან თავის ამბის მბობა Ⴀვთანდილთანა
- Ⴀმბავი Ⴒარიელის გამიჯნურებისა
- Ⴜიგნი Ⴌესტან-Ⴃარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- Ⴜიგნი Ⴒარიელისა საყვარელთანა
- Ⴜიგნი Ⴒარიელისა ხატაელთანა
- Ⴌესტანისაგან Ⴒარიელის ხმობა
- Конец ознакомительного фрагмента
Ⴜიგნი Ⴒარიელისა ხატაელთანა
«Ⴂავგზავნე კაცი Ⴞატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
Ⴋივსწერე: «Ⴋეფე Ⴈნდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი:
Ⴋათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
Ⴅინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
«Ⴙვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით;
Ⴄსე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
Ⴇქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
Ⴑჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით».
«Ⴉაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
Ⴃარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
Ⴋაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
Ⴀწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
«Ⴎირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
Ⴙემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
Ⴋაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
Ⴆოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი».